27 აგვისტოს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩის წმინდა გევორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ქვაჯვარი დამონტაჟდა.

ქვაჯვარის გახსნისა და კურთხევის ცერემონია სამცხე-ჯავახეთისა და წალკის წინამძღვარმა, ღირსმა ვარდაპეტმა (არქიმანდრიტმა) ტერ ნშან ჰამაიაკიანმა, ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდელმთავარი ტერ. ნარეკ ტიგრანიანის და წალკის სულიერი მოძღვარის, ღირსი მღვდელი ტერ ღევონდ თაზაიანის მონაწილეობით ჩაატარა.

khacqar

ქვაჯვარი ქველმოქმედი ვაღარშაკ სარგსიანის შეწევნით დაიდგა. ცერემონიის შემდეგ სოფელ ნარდევანის საცეკვაო ჯგუფმა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის ვიკარიატი ავრცელებს.

ფოტო ვიკარიატის Facebook გვერდიდან.