15 მარტს სომეხთა სამოციქულო ეკლესია დიდმარხვის ნახევარს აღნიშნავს. Jnews-ს მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი ამ დღისსა და დიდი მარხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
“მიჩინკი” მარხვის ნახევარს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მარხვის განმავლობაში საკვები უნდა შეიზღუდოს, ამ დღეს გარკვეული თავისუფლება ნებადართულია, მაგრამ მცენარეულის ფარგლებში. მაგალითად, სამარხვო ქადა და სხვა სამარხვო კერძები.
„რეგიონის ყველა ეკლესიაში ეწყობა ქადას ფესტივალი. მოსახლეობა აცხობს მას და ეკლესიაში მოაქვს, აკურთხებს და აგემოვნებს. სომხეთსაც აქვს თავისი მახასიათებლები, იქ არამარტო ქადა, არამედ სხვადასხვა კერძები მზადდება, მღერიან, ცეკვავენ და ასე ზეიმობენ“ – ამბობს ტერ ნარეკ ტიგრანიანი.
მარხვის ნახევარი რატომ უნდა აღინიშნოს? მღვდლის თქმით, ამ დღეს პირველი ნახევარი უნდა გააანალიზოთ და შეეცადოთ ამ პერიოდში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.
„მარხვის ნახევარს ცალკე აღვნიშნავთ, რათა დავფიქრდეთ, პირველ ნახევარში სწორად დავიცავით თუ არა მარხვა, დავუშვით თუ არა შეცდომები და მომავალში გამოვასწოროთ ისინი. ბუნებრივია, ეს საკვების გარდა ადამიანის ქცევასაც ეხება. შეძლო თუ არა სულიერი მარხვის შენარჩუნება? ეს არის ანალიზი“.
ტერ ნარეკი აღნიშნავს, რომ ეკლესია დიდმარხვას სხვადასხვა ხერხით აღნიშნავს. შეღავათები აქვთ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებსაც. მარხვის პირველი და ბოლო კვირა შეგიძლიათ პირველი ნახევარი მიჩინკამდე ან მეორე ნახევარი მიჩინკიდან აღდგომამდე დაიცვათ. ეკლესია ამის გადაწყვეტას ინდივიდს ანდობს.
„რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ დიდმარხვას სრულად დავიცავთ, მაგრამ გამონაკლისები დაშვებულია“, – განმარტავს ტერ ნარეკ ტიგრანიანი.
ხალხს სჯერა, რომ თუ შემთხვევით რაიმე ცხოველური შეჭამე, მარხვაც დამთავრდება და დაცვას აზრი აღარ აქვს.
“თუ რამე შემთხვევით შეჭამე, გეპატიება. არ არის საჭირო უკიდურესობაში გადავარდნა და ფიქრი – “ ეს კარტოფილი ხომ ხორცთან ერთად მოიხარშა წყალში და მე ვჭამე”. მაგრამ თუ ხორცს განზრახ შეჭამ, მარხვა აქ დასრულდება და გაგრძელებას აზრი არ აქვს. ხანდახან გვგონია, რომ არაუშავს, ჭამეთ ხორცის ნაჭერი, ეს წვრილმანია, მაგრამ ყველა ცოდვა და ცდუნებაც წვრილმანებით იწყება“.
საჭმელში თავშეკავების იდეა ბიბლიური ეპიზოდებიდან მომდინარეობს, უფლის მიერ აკრძალულია სიცოცხლის ხიდან ხილის ჭამა. მრავალი ბიბლიური მოწამე და მქადაგებელი სულიერი ძალების მოსაგროვებლად და სხეულის ვნებების დასაძლევად მარხულობდა. საკვების შეზღუდვა, ტერ ნარეკის აზრით, გონებას აფხიზლებს და ცდუნებების დაძლევას გვასწავლის.
“როდესაც დანაყრებული ხარ, გონებას და აზრებს ხელოვნურად აბინძურებ. როცა ვჭამთ, გვეძინება. თუ გონება კარგად არ მუშაობს, შესაძლოა ვინმეს ვაწყენინოთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ, ცილი დავსწამოთ, დავწყევლოთ. შიმშილი სიფრთხილის შენარჩუნებას გვაიძულებს”,- განმარტავს იგი.
დიდი მარხვის მნიშვნელობა საკუთარი თავის კონტროლის სწავლა არა მხოლოდ საკვების სახეობებში, არამედ რაოდენობაშია. დიდი მარხვა გვასწავლის, რომ გაჩერება უნდა შეგვეძლოს. თავი შევიკავოთ არა მხოლოდ საჭმელში, არამედ ცხოვრების სხვა ასპექტებშიც.