ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარცვლეულის მოსავლის აღება გაჩაღდა. წლეულს კარგი მოსავალია. წინასწარი მონაცემებით, მარცვლეულის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 4 -დან 4,5 ტონამდეა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარცვლეულის მოსავლის აღება ზოგიერთ სოფელში ახლა დაიწყო, ზოგიერთში კი სრულდება.
რიგ სოფელში ზაფხულის დასაწყისში იყო ყინვები, შემდეგ კი მოსავალი სეტყვამ დააზიანა. ეს მონაკვეთები არ არის აღდგენილი, მარცვლეულის მოკრეფა შეუძლებელია, პირუტყვის გამოსაკვებად გამოიყენებენ. სოფლებში კი, სადაც ხელსაყრელი ამინდი იყო, მოსავალი კარგი გამოდგა, ფერმერები კმაყოფილები არიან.
ახლა სოფლებში ყველა მინდორშია და მოსავალს კრეფს. მუნიციპალიტეტის მარცვლეულის მოსავალთან დაკავშირებით არსებული ვითარების გასარკვევად Jnews-ი რამდენიმე ფერმერს ტელეფონით დაუკავშირდა.
სოფელი დადეში ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, სადაც სეტყვამ მოსავალი ზაფხულის დასაწყისში დააზიანა.
სოფელში მერის წარმომადგენლის ედგარ თოვმასიანის თქმით, სოფელში 1200 ჰექტარი დამუსავებული მიწაა, საიდანაც სეტყვამ 200 ჰექტარი ნათესი (კარტოფილი, მარცვლეული) გაანადგურა.
„სეტყვამ ზოლებად დასეტყვა, სადაც გაფუჭდა, მოსავლის აღებას აზრი არ აქვს, ამ მონაკვეთის მარცვლეულს ვიყენებთ პირუტყვის საკვებად, 8 ჰექტარი მარცვლეული დავთესე, აქედან 3 ჰა სეტყვამ გაანადგურა. სხვა მონაკვეთებში მოსავალი შესანიშნავია. ახლა მინდორში ვარ და ვხედავ, რომ კარგი მოსავალი მაქვს, ჰექტარზე ალბათ 4-4,5 ტონა“, – ამბობს ედგარ თოვმასიანი.
მუნიციპალიტეტში წლეულს, როგორც ფერმერები ამბობენ, კომბაინის ნაკლებობა არ არის, პირიქით. ედგარ თოვმასიანი ამბობს, რომ მათ სოფელში ამჟამად 8 კომბაინი მუშაობს. კომბაინში მარცვლეულის მოსავალს ჰექტარზე 300-320 ლარად იღებენ.
წელს, საწვავის გაძვირების გამო, ტექნიკის მომსახურება გაორმაგდა. შარშან მარცვლეულის მოსავალი 180 ლარი/ჰა ღირდა. საწვავის გაძვირებამ ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა წელს მარცვლეულის ფასმაც მოიმატა, კგ-ზე 80 თეთრიდან 1 ლარამდე.
ხორბალზე მოთხოვნა წელს დიდია, მყიდველები ძირითადად ადგილობრივი ფერმერები არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. ქერს მოსახლეობა ძირითადად ცხოველების გამოსაკვებად იყენებს.
ჩამდურადან ფერმერიც მინდორში იყო, რომელიც მარცვლეულის მოსავლის აღების პროცესს ამთავრებს.
„სადაც სეტყვა მოხვდა, ყველაფერი გაფუჭებულია, სხვა მონაკვეთებში კი ყველაფერი კარგადაა, 1 ჰექტარიდან 4,5-5 ტონა მარცვლეული მივიღე, დღეს უკვე დავასრულე მოსავლის აღება და კმაყოფილი ვარ“, – თქვა ფერმერმა.
სოფელ ვაჩიანშიც მარცვლეულის აღების პროცესი მიმდინარეობს. ვაჩიანში სეტყვამ მინდვრებს მცირე ზიანი მიაყენა.
„ჩვენს სოფელში 80%-ს უკვე აქვს მარცვლეული დაკრეფილი, მოსავალი შესანიშნავია, 1 ჰექტარზე მოსავალი, ალბათ, 4 ტონაა“, – ამბობს სოფელ ვაჩიანის მცხოვრები ფედია თოროსიანი.
სოფელ ალასტანშიც მარცვლეულის კრეფა მიმდინარეობს, ფერმერები მოსავლით ძალიან კმაყოფილი არიან, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე ყინვები იყო.
„გაზაფხულზე იყო, ყლორტები ჯერ კიდევ პატარა იყო, მაგრამ მერე წვიმდა, მოსავალი აღდგა, სოფელში მარცვლეულის 40% ჯერ კიდევ ასაღებია, კომბაინების პრობლემა არ არის, სოფელში 6 კომბაინია, პრობლემა არ არის, მაგრამ საწვავი გაძვირდა, სოფლის მოსახლეობა წუხს“, – ამბობს ალასტნი ნაირ მელტონიანი ალასტანიდან.
ანაიდ აკოჯიანი სოფელ ორჯადან არის. ქერის მოსავლით უკმაყოფილოა, იმაზე მეტს ელოდა, ვიდრე მიიღო, თუმცა შარშანდელთან შედარებით, როცა ყველაფერი გაფუჭდა, ცუდი არ არის, მაგრამ ხორბლის მოსავლით კმაყოფილია.
„გაზაფხულზე ჩვენს სოფელში ყინვები იყო, მერე სეტყვამ გააფუჭა, წელს ქერი არ არის კარგი, მაგრამ ხორბლის მოსავალი კარგია, 1,5 ჰექტარიდან 5,5 ტონა ხორბალი მივიღე, ეს იმაზე მეტია, ვიდრე 4 ჰექტარი მინდვრიდან ქერი, როცა მყიდველი არ არის, ბარტერულად 1 კგ მარცვლეულზე 1 ლარს ვთვლით“, – თქვა ანაიდ აკოჯიანმა.