ვვალეში 50 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს, მას ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა 17 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში მოხდა.
ვალეში მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ 50 წლის ქალმა დაზიანებები საკუთარ თავს თავად მიაყენა. მომხდართან დაკავშირებით შსს–ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
„როგორც ვიცით შვილი ახალციხეში მოდიოდა და მეზობლისთვის უთქვამს დედასთან დარჩიო, ეს ქალი რომ ავიდა უკვე გარდაცვლილი დახვდა. ყელში დანა ჰქონდა გარჭობილი. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თვითმკვლელობა ადრეც უცდია“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ გარდაცვლილის მეზობელი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია sknews.ge გაავრცელა.