8 აგვისტოს, ნინოწმინდის ნორაშენის რაიონში, 6 წლის ბავშვი ველოსიპედით სავალ ნაწილზე გადავიდა და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავტომობილის მძღოლმა ბავშვი სახლში გადაიყვანა. შემდეგ ის ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულს ჩაუტარდა საჭირო ექსპერტიზა. შედეგად გამოვლინდა ჰემატომები თავის არეში, ტვინის შერყევა და თავის ქალას მცირე დაზიანება. თუმცა, ექიმების თქმით, ამ ეტაპზე ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვინაიდან მას ნეიროქირურგის კონსულტაცია დაუნიშნეს. ახალქალაქში შესაბამისი სპეციალისტის არ არსებობის გამო, ბავშვი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.