დილიჟანში 13 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით DigiCamp-ის ბანაკი მოეწყო სახელწოდებით “აზროვნება-კულტურა-ფიზკულტურა” (Innovative Camp), სადაც სოფელ ბეჟანოს “არმატას” მოსწავლეებმა საფეხბურთო ტურნირში პირველი ადგილი დაიკავეს.
DigiCamp-ის მიზანი იყო 14-17 წლის სკოლის მოსწავლეების ინოვაციური იდეების პოპულარიზაცია, იმავდროულად მნიშვნელობის მინიჭება კულტურული მემკვიდრეობის გადაცემასა და ფიზკულტურის განვითარებაზე.
ბანაკში 28 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის, ჯავახეთიდან სოფელ ბეჟანოს ლაბორატორია „არმატის“ მოსწავლეები.
DigiCamp-ის ტურნირში სამი სექციაა:
სოფელ ბეჟანოს “არმატას” მოსწავლეებმა, ოფელია ჩტჩიანის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს საინფორმაციო საიტი ჯავახეთის კერძების, ბუნების, წარმატებული სპორტსმენების, სასწავლო დაწესებულებებისა და ხელოვნების შესახებ.
ჯავახეთის გუნდმა (სამი ბიჭი და სამი გოგონა) ფეხბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი, იდეების შეჯიბრში მე-16, ხოლო ცეკვაში მე-12 ადგილი დაიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ბეჟანოს ლაბორატორია „არმატი“ პირველად მონაწილეობს მსგავს ბანაკში, ახალგაზრდებმა შეძლეს გამორჩეულიყვნენ თავიანთი აქტივობით და წარმოდგენილი იდეებით:
ბანაკში მენტორებად ჩართულები იყვნენ ინფორმაციული ტექნოლოგიების, ეროვნული ცეკვებისა და ფეხბურთის დარგის სპეციალისტები, რომლებიც მუდმივად მუშაობდნენ გუნდებთან და ემზადებოდნენ შეჯიბრისთვის.
ბავშვებს დაეხმარნენ:
იხილეთ ასევე:
ჯავახეთში კიდევ ერთი “არმატი” გაიხსნა