ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, 28 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერის სახელწოდება დაამტკიცეს. მას ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს ექიმის ელენე ფიგელის სახელი დაარქვეს, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.

შეხვედრას ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი ესწრებოდა.

“მადლობა ასეთი ყურადღებისთვის, ჩემი ადამიანური მადლობა ექიმის მუშაობის შეფასებისთვის. დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ, წმინდა ადამიანური და ფსიქოლოგი თვალსაზრისით. ელენე ექიმს ყველა იცნობდა, სამწუხაროდ ადრე დაგვტოვა. კარგი ადამიანი, კოლეგა, მეგობარი და რაც მთავარია კარგი სპეციალისტი იყო“, – თქვა ალექსან თოროიანმა.

დეპუტატებმა ჰამლეტ მოვსესიანმა და სარგის უზუნიანმა ელენე ფიგელზე მადლიერების სიტყვები წარმოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს აშენებულ და ჯერ კიდევ უსახელო მოედნისთვის ელენე ფიგელის სახელის მინიჭება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს ინიციატივა იყო.

ექიმი ელენე ფიგელი პატივისცემით სარგებლობდა პაციენტებსა და რიგით ადამიანებს შორის, ვინც მას იცნობდა. ის 2022 წლის მარტში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

აღმაშენებლის ქუჩაზე მოედანს სახელი ექნება