დღეს, 24 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს კიდევ ერთი სხდომა გაიმართა, მაგრამ არა ოფისში, არამედ ღია ცის ქვეშ, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მოედანზე. შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია მერიას მოედნისთვის სახელის მინიჭების იდეა შესთავაზონ.
აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერი 2019 წელს აშენდა. LAG-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი პროექტით 75 000 ლარი დაიხარჯა. პარკს ჯერ კიდევ არ აქვს სახელი. საკრებულოსთან არსებული გენდერულმა საბჭომ აიღო ინიციატივა, პარკისთვის სახელწოდების ვარიანტები შეეთავაზებინა. ამ დროისთვის ეს ვარიანტები არ საჯაროვდება.
რაც შეეხება გენდერული საბჭოს საქმიანობას, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელახლა შეიკრიბა, ბოლო ხანებში გააქტიურდა.
„საკრებულოს ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ მერიის 4-წლიანი სტრატეგია დავამტკიცეთ, ამის შემდეგ კი ორწლიანი სამუშაო გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში პირველი ღონისძიება იყო ოჯახის საერთაშორისო დღე. გეგმის თანახმად შემდეგი იქნება წარმატებული ქალების გამოვლენა, მათი გაცნობა საზოგადოებისთვის, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჩვენს მუნიციპალიტეტში, მის განვითარებაში. ჩვენ გვინდა ჩვენი სამუშაო გავამრავალფეროვნოთ, ახალ სტილზე, ბევრი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც მონდომებით მუშაობენ”, – ამბობს ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი, სედა მელკუმიანი.