ივნისში დაშბაშის კანიონში „ბრილიანტის ხიდი“ საზეიმოდ გაიხსნა. ტურისტებს შეუძლიათ არა მხოლოდ აღფრთოვანდნენ ხიდის სილამაზით, არამედ ზიპლაინზე დასხდნენ, ელიტურ რესტორანში ივახშმონ და მრავალი სხვა. ტურისტების ნაკლებობა ამ დღეებში არ არის, მაგრამ დაშბაშზე არაერთ უხერხულობას აწყდებიან.
ერთი შეხედვით იდეალური „ბრილიანტის ხიდი“ ნორმალურია, გზა, ინფრასტრუქტურა. თუმცა იქიდან ჩანჩქერისკენ მიმავალი გზის მხოლოდ ნაწილი გარემონტდა, კიბითა და ღობეებით.
ამ ტურისტული ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონიიდან მხოლოდ ერთი თვე გავიდა, მაგრამ ქვაფენილი უკვე იშლება, ტურისტები იძულებულნი არიან თიხნარ ნიადაგზე მცხუნვარე მზის ქვეშ იარონ.
ახლად აშენებული გზის მონაკვეთზე ბეტონის კოლონებია.
კლდე შემოღობილი იყო, მაგრამ უკვე ჩამოიშალა, რომლის ქვები ჯერ კიდევ გზის გასწვრივ ყრია.
JNEWS-თან საუბარში ტურისტები აღნიშნავენ, რომ უხერხულობის მიუხედავად, კმაყოფილები არიან, ამ სილამაზით აღფრთოვანებისთვის ღირს ამ სირთულეების გავლა.
დაშბაშის ჩანჩქერამდე მისასვლელად საკმაოდ გრძელი ბილიკის გადალახვაა საჭირო, რომელზედაც მხოლოდ ორი სკამი და დასასვენებელი პავილიონია და არ არის ტუალეტი.
ერთი შეხედვით ჩანს, რომ სამშენებლო სამუშაოები ნაჩქარევად ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ დაშბაშში ”ბრილიანტის ხიდის” მშენებლობაზე 120 მილიონი ლარი (40 მილიონი აშშ დოლარი) დაიხარჯა. მშენებლობა 2019 წელს დაიწყო.
დაშბაშის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანია. ბილეთის სტანდარტული ფასი 49 ლარია. საქართველოს მოქალაქეებისთვის 40%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის (3-დან 12 წლამდე) ბავშვის ბილეთის ფასი 34 ლარია, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის – 19 ლარი. 3 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.