ახალქალაქელმა სპორტსმენებმა კარატეს საერთაშორისო ტურნირში – „Open Batumi 2022“ პრიზები მოიპოვეს. ტურნირი 15-დან 17 ივლისს ბათუმში გაიმართა. შეჯიბრში 5 ქვეყნის 300-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ახალქალაქის სპორტული სკოლის სპორტსმენები ბათუმის შეჯიბრებიდან დაბრუნდნენ, სადაც 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ოქროს მედლები მოიპოვეს:
დანიელ ოვაკანიანმა სოფელ მაჯადიიდან, ასაკობრივი კატეგორია 14-15 წლამდე, წონითი კატეგორია +70 კგ;
კიმა ნოსროიანმა ნინოწმინდიდან, ასაკობრივი კატეგორია 16-17 წლის KATA, წონითი კატეგორია 18+ წელი KATA;
ჰაკობ ყარახანიანმა სოფელ ზაკიდან, ასაკობრივი კატეგორია 14-15 წლის, წონითი კატეგორია -57 კგ კუმიტე;
ჟენია კარაპეტიანმა სოფელ ზაკიდან, ასაკობრივი კატეგორია 10-11 წლის, წონითი კატეგორია -40 კგ;
ვარდი შახბაზიანმა სოფელ ბალხოდან, ასაკობრივი კატეგორია 10-11 წლის, წონითი კატეგორია +53 კგ კუმიტე.
ვერცხლი მოიგო:
გრიგორ თუმასიანმა ახალქალაქიდან, ასაკობრივი კატეგორია 14-15 წლამდე, წონითი კატეგორია +70 კგ კუმიტე;
ჟენია კარაპეტიანმა სოფელ ზაკიდან, წონითი კატეგორია +40 კუმიტე;
სარიბეკ მკრტჩიანმა სოფელ ზაკიდან, ასაკობრივი კატეგორია 14-15 წლის, წონითი კატეგორია -57 კგ კუმიტე.
ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ:
კიმა ნოსოიანი ნინოწმინდიდან, 15-17 წლები, კუმიტე;
არარატ გალსტიანი სოფელ თირკნადან, ასაკობრივი კატეგორია 14-15 წლის, წონითი კატეგორია -57 კგ და -61 კგ;
ანდრანიკ კარაპეტიანი სოფელ ზაკიდან, ასაკობრივი კატეგორია 16-17 წლის, წონითი კატეგორია -63 კგ კუმიტე;
სლავიკ გასპარიანი ბალხოდან, ასაკობრივი კატეგორია 10-11 წლის, წონითი კატეგორია -40 კგ კუმიტე;
მანველ დავთიანი ბალხოდან, ასაკობრივი კატეგორია 12-13 წლის, წონითი კატეგორია -51 კგ კუმიტე.