არსებული ინფორმაციით, შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი კი მოკლა.
დედის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19/109-მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულსიხმობს.