ამიერიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს საზღვრის სხვისი მანქანით გადაკვეთისას უნდა ჰქონდეთ მინდობილობა ავტომობილის მფლობელისგან.
Jnews-მა საქართველოს საპატრულო პოლიციაში დააზუსტა:
საქართველოში შემოსვლისას თუ სატრანსპორტო საშუალება ერთი პირის საკუთრებაა და მას სხვა პირი მართავს, სატრანსპორტო საშუალების მართვის პირს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა ჰქონდედ. მინდობილობა სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილის მფლობელი იმყოფება მანქანაში. თუ არ იქნება მინდობილობა, პირი ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებს.
საჭიროა აღვნიშნოთ, რომ 2018 წლის 1 მარტიდან საქართველოში შემოსულ ყოველ უცხოურ ავტომობილს უნდა ჰქონდეს დაზღვევა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებულ ზარალს დაფარავს.
საზღვარგარეთ რეგისტრირებული ავტომობილის მფლობელი ან მძღოლი დაზღვეული უნდა იყოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, “Liberty” და “Georgia” ბანკის ფილიალებში და TBC ბანკის საბანკო ტერმინალის მეშვეობით, დაზღვევა კი ავტომობილის ინსპექტირების მოწმობას მოითხოვს.