საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის გნელ სანოსიანის ხელმძღვანელობით სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების დელეგაცია ქალაქ რუსთავში იმყოფებოდა.
რუსთავში დელეგაცია ქვემო ქართლის გუბერნატორს გიორგი დოხტურიშვილს და რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ქალაქ იჯევანისა და რუსთავის თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს სომხეთის რესპუბლიკის იჯევანის თემისა და საქართველოს ქალაქ რუსთავის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სანოსიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიიღო.
შეხვედრას საქართველოს ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საქართველოს ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ სფეროებში თანამშრომლობა და ამ მიმართულებით ურთიერთობების შემდგომი განვითარება განიხილეს.