საქართველოში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 3,504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის ვებგვერდზე – StopCov, განახლდა.
გუშინდელთან შედარებით დღეს 31-ით მეტი დაინფიცირებული ადამიანია გამოვლენილი და რეკორდული მაჩვენებელი – 3,473 შეადგინა. 24 საათში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 3 000-ს პირველად 12 ნოემბერს გადააჭარბა.
ბოლო დღის განმავლობაში 3,163 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 58 674 ადამიანია.
გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი. საქართველოში covid-19-ით სულ 669 ადამიანია გარდაცვლილი.
ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია 76,658 ინფექციის შემთხვევა.
დღეისთვის საავადმყოფოებში დაკვირვების ქვეშ რჩება 4,780 ადამიანი, ხოლო კოვიდსასტუმროებში 2,879 ადამიანი.