ჯერ კიდევ 2017 წელს, სოფელ ალათუმანში ახალი წყალსადენი აშენდა, თუმცა სხვადასხვა პრობლემების გამო წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა პრობლემა აღმოიფხვრა და სოფლის მოსახლეობა წყალს უკვე იყენებს.
JNEWS-ი სოფელ ალათუმანს 6 ივნისს ესტუმრა და გაირკვა, რომ წყალმომარაგება არ მუშაობს, რის გამოც მოსახლეობას სასმელი წყალი არ აქვს. შემდეგ მერს, მელქონ მაკარიანს მივმართეთ. მან დაგვარწმუნა, რომ თვალს ადევნებს პრობლემის მოგვარებას.
დღეს JNEWS-თან ინტერვიუში ახალქალაქის მერმა განაცხადა.
„პრობლემა მოგვარებულია, იყო მცირე შეფერხება, ტექნიკური პრობლემა. ახლა სოფელი უკვე უზრუნველყოფილია წყლით. სწორედ მაშინ, როცა რეკავდით, რაიონის დეპუტატმა და სოფლის გამგებელმა ერთობლივად მოაგვარეს პრობლემა“.
სოფელში მცხოვრები, ყოფილი სპეციალისტი მაკბეტ ტონოიანიც ადასტურებს, რომ მილებიდან წყალი ნორმალურად მიედინება.
„მივედით და ჩავატარეთ გაწმენდითი სამუშაოები სათაო ნაგებობასთან, ახლა წყალი მიედინება“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან ახალქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფის რამდენიმე პროექტი განახორციელა. მაგრამ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა ჯერ კიდევ ვერ მგვარდა. სამშენებლო სამუშაოებისთვის 205 840 ლარი გამოიყო. ორწლიანი სამუშაოების შემდეგ აღმოჩნდა, რომ წყლის ახალი სისტემიდან წყალი არ მიედინება, რადგან პროექტი არასწორად იყო შედგენილი. არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ წყალს მაღლობ წერტილში უნდა გაევლო.
მაშინ გადაწყდა, პირველი პროექტისთვის გვერდი აევლოთ და ახლის აშენება დაეწყოთ, რომლის სიგრძე 2000 მ სიგრძისაა, ალათუმანის წყალსადენის რეკონსტრუქციისთვის უკვე 2020 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 61 162 ლარი გამოყო. წყალგაყვანილობა გაკეთდა, მაგრამ წყალი მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში მიედინებოდა.
ასევე წაიკითხეთ:
ალათუმანში კვლავ შენდება სასმელი წყლის მილსადენი