ახალქალაქის საცურაო აუზში ვიზიტორების ბუმია, როგორც ქალები, ისე მამაკაცების. როგორც აუზის თანამშრომლები აცხადებენ, მსურველთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრებ მათი მიღების საშუალება აუზსს აქვს.

მენტალური თავისებურებებიდან გამომდინარე, ახალქალაქის აუზში მამაკაცთა და ქალთა დღეებია დაწესებული. ანუ, მამაკაცებს შეუძლიათ საცურაო აუზის მისლა კვირაში სამი დღე, ქალებსაც სამი დღე,  ერთი დღე დასვენებაა.

აუზი 15:00 საათზე იღება და საღამოს 19:00-19:30 საათამდე მუშაობს. აუზით სარგებლობის ფასი თვეში მოზრდილებისთვის 40 ლარი, ბავშვებისთვის 20 ლარია.

არდადეგებისა და თბილი სეზონის გამო ცურვის მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მამაკაცებისთვის გამოყოფილ დღეებში ერთი საათის განმავლობაში 40 ადამიანი სარგებლობს აუზით. ქალთა დღეებში ყოველ საათში აუზით 25 ადამიანი სარგებლობს. საერთო ჯამში, თვის განმავლობაში აუზს 118 მამაკაცი და 102 ქალი სტუმრობს. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ქალთა დღეებში აუზის მომხმარებელი გაცილებით ნაკლები იყო, მაგრამ ბოლო დროს მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქალი ვიზიტორები აღნიშნავენ, რომ ტენდენციები და აზროვნება იცვლება.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის აუზი 2-3 წლიანი სტაგნაციის შემდეგ აპრილში გაიხსნა, თავდაპირველად აუზი ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა, შემდეგ კი, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მერიის მიერ გამოცხადებული უსაფრთხოების ზომების გამო.