ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 5 სკოლას კარანტინის პერიოდი 10-დან 8 დღემდე შეუმცირდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 5 სკოლა კარანტინშია და სწავლებას ონლაინ რეჟიმში ახორციელებს. N1 სკოლა (თუმანიანის სახელობის), N2 (რუსული), N4 (დემირჩიანი), სკოლები სოფელ ხანდოსა და ვარევანში, ასევე დაწყებითი კლასები სოფელ კულიკამში.

ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ცნობით, ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით სკოლებში კარანტინი 10 დღით გამოცხადდა, თუმცა, მოგვიანებით, მისი 8 დღემდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საკარანტინე პერიოდის 8 დღით შემცირების გადაწყვეტილება 10 დღის წინ დამტკიცდა.

სკოლები 8 დღით კარანტინში იქნებიან.

შესაბამისად, 5 თებერვალს კარანტინი მოიხსნება ახალქალაქის N1 და  სოფელ ხანდოს სკოლებში, ხოლო 7 თებერვლის ჩათვლით დაკეტილი იქნება  ახალქალაქის მე-2 და მე-4 სკოლები, ასევე, სოფელ ვარევანის სკოლა.