საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქციას მართავს, ხმაური და დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეებს სამართალდამცვებმა დაშლისკენ მოუწოდეს, რასაც ისინი არ ემორჩილებიან. მათ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან უშუალოდ შენობის წინ გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები სტვენითა და ხმაურით საკუთარ პროტესტს აგრძელებენ. ამასთან, ორგანიზატორებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, თუ პოლიცია დააკავებთ, წინააღმდეგობა არ გაუწიონ, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ სამართალდამცავები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კი რკინის ჯებირებია აღმართული.