Jnews-ის კითხვაზე, ნინოწმინდაში რამდენი „ჭკვიანი“ კამერა და ზოგადი სათვალთვალო კამერებია, დამონტაჟებული, რამდენი დარღვევაა დაფიქსირებული ამ კამერების მიერ, ასევე, რა პრინციპით და რა დარღვევებს აფიქსირებს კამერები, შსს-დან ინფორმაცია მოვიდა კამერების რაოდენობასა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე.
ამგვარად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – “112”-ის ინფორმაციით, ანინოწმინდაში რეგისტრირებულია ავტომობილის სანომრე ნიშნის ამომცნობი 12 ვიდეოკამერა – “ჭკვიანი კამერები”, ასევე 13 ვიდეო სათვალთვალო კამერა.
ასევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, ინოწმინდის მუნიციპალიტეტი გეგმავს 6 ვიდეო კამერის შეძენას და დამონტაჟებას.