ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ და პატარა ხანჩალს შორის საავტომობილო გზაზე ასფალტს აგებენ. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

დიდი ხანჩალიდან პატარამდე გზის ასფალტირებას კომპანია შპს “ჯავახ ავტო გზა” 1 295 295 ლარით ახორციელებს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ტენდერში 1 455 714 ლარს სთავაზობდა, თუმცა ვაჭრობის შედეგად კომპანიამ თანხა 160 419 ლარით შეამცირა. “ჯავახ ავტო გზა” ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო.

ხელშეკრულებას ხელი 2020 წლის 19 მაისს მოეწერა. სამუშაოები ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი თვის შემდეგ უნდა დასრულდეს.

კომპანიის დირექტორმა ჯაბა ძირკვაძემ JNEWS-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ მშენებლობის პროცესში პრობლემები არ ყოფილა.

“ჯერჯერობით სსბეტონე სამუშაოებს ვახორციელებთ, არხებს ვაშენებთ, მილებს ვალაგებთ, ხიდებს ვაშენებთ, მთელ გზაზე დაახლოებით 7 ხიდია. ჩვენ სამუშაოებს დადგენილ ვადაში დავასრულებთ. სამუშაოს ორ ეტაპს ჩვენ ერთდროულად ვაკეთებთ”,- თქვა შპს “ჯავახ ავტო გზის” დირექტორმა ჯაბა ძირკვაძემ.

ამჟამად სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.