საქართველო-თურქეთის საზღვარზე დღეისათვის, კარწახის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კვლავ სხვადასხვა ქვეყნის სატვირთოების მრავალკილომეტრიანი რიგია. მძღოლები თავიანთ რიგს ელოდებიან.

მძღოლებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სატვირთოების კოლონა უკვე 2 კვირაა დგას. ეს პრობლემა აქტუალური იყო მაისის შუა რიცხვებშიც, თუმცა, ივნისის დასაწყისში გარკვეული დროით შესაძლებელი გახდა ამ პრობლემის მოგვარება. რიგი კვლავ გაიზარდა. საბაჟო კონტროლის სამსახურში საქმის კურსში არიან თუ რაში მდგომარეობს პრობლემა. როგორც Jnews -ს კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტში განუცხადეს, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოში მკვეთრად გაიზარდა საერთაშორისო ტვირთების რაოდენობა, რადგან ბევრ კომპანიას აღარ შეუძლია თავისი ტვირთები რუსეთის გავლით გადაზიდოს, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ამას დაემატა ისიც, რომ თურქეთის მხრიდან სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდა ვალეს საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობა. ამ ყველაფერმა ერთად ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ 2022 წლის მაისის შუა რიცხვებში კარწახის საბაჟოზე 800-ზე მეტი სატვირთო მანქანამ მოიყარა თავი.

საბაჟო კონტროლის სამსახურის ინფორმაციით, 26 ივნისიდან ვალეს საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა. რა მიზეზით დგას ჯავახეთში ასეულობით სატვირთო კოლონა, უცნობია.

სატვირთო მანქანების მხოლოდ 1-2% არის ქართული, დანარჩენი სხვადასხვა ქვეყნიდან: თურქეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან… მძღოლები მშვიდად ელიან თურქეთში თავის რიგს და აგრძელებენ გზას.