ახალქალაქის ზოგიერთი მაცხოვრებელი ჩივის, რომ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის ჯარიმა მუდამ არ არის სამართლიანი. არიან მოქალაქეები, რომლებიც გასაჩივრების უფლებით სარგებლობენ. ისინი თვლიან, რომ ჯარიმა არ იყო სამართლიანი.
13 აპრილს, საღამოს, 4 ადამიანი დააჯარიმეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შეზღუდვების დარღვევისათვის, კერძოდ ახალქალაქში «ტავშან ტაფას» დასვენების ზონაში 3 ადამიანზე მეტის შეკრების გამო. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ დანარჩენ 3-თან ერთად არ ყოფილა ფანჩატურში, რომ მათთან ვერანაირად ვერ ნახავდნენ მას.
«მეგობარმა დამირეკა, თქვა, რომ ტავშანკაზე ფანჩატურში არიან მეგობრებით შეკრებილი. მან რაღაცის მიტანა მთხოვა, რადგან ყველა ნასვამი იყო და საჭესთან ვერ ჯდებოდნენ. მე დრო არ მქონდა, მეუღლესთან ერთად ვაპირებდი სადღაც წასვლას, მაგრამ მეგობარს უარი ვერ ვუთხარი. ვუთხარი რომ წავუღებდი, ცოლი სახლში დავტოვე, იქნებ ვინმეს გადმოყვანა ყოფილიყო საჭირო, ახლა ხომ 2 მგზავრზე მეტი არ უნდა იჯდეს მანქანაში. მივედი, მივიტანე და არც კი შევსულვარ ფანჩატურში. ჩემი მეგობარი თითონ გამოვიდა ჩემთან და იმ მომენტში მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, როდესაც მე უკვე მანქანით გამგზავრებას ვაპირებდი. გამაჩერეს და დალოდება მთხოვეს»,-ყვება ახალქალაქის მცხოვრები.
ფანჩატურში 3 ადამიანი იყო. მოვიდნენ ადგილობირივი პოლიციის თანამშრომლები, ყველა გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მარლთსაწინააღმდეგო დარღვევის პროტოკოლი დაწერეს.
«მე ტავშანკაზეც ავუხსენი და პოლიციის განყოფილებაშიც, ვეუბნებოდი, შემამოწმეთ, არცერთი წვეთი არ დამილევია, მათთან ერთად არ ვიჯექი ფანჩატურში, არაყი მოვუტანე, მაგრამ მათთან ერთად ერთ სივრცეში არ ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, მესმის, რომ პოლიციელები თავიანთ სამუშაო მოვალეობას ასრულებენ, და მიხარია, რომ მკაცრად აკონტროლებენ, რისი წყალობითაც დღეს ჩვენ მშვიდად ვართ, დაავადების შემთხვევები არ გვაქვს. მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა შეხედონ სიტუაციას, საჭიროა იმის გათვალისწინება, იქ ვიყავი თუ არა, კონკრეტულად მათთან ვიყავი თუ არა»,- ამბობს ის.
შეკითხვაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს, შეეცდება თუ არა სიტუაციის განმარტება, მან გვიპასუხა:
«მე ავუხსენი, იმ სპეცნაზელებსაც, რომლებმაც თავდაპირველად გამაჩერეს ტაშვანკაზე და პოლიციის განყოფილებაშიც. მე მითხრეს, თუ არ ეთანხმებით პროტოკოლს სასამართლოში გაასაჩივრეთო. ასეც მოვიქცევი. პირველ რიგში, იმიტომ რომ რეჟიმი არ დამირღვევია, ეს ჩემი უფლებების დარღვევაა, მეორეც ის, რომ მე ვერ გადავიხდი ამ ჯარიმას. მე საზღვარგარეთ ვმუშაობ, აქ სამსახური არ მაქვს, ჩემი ოჯახი მოკლებულია შემოსავლის ერთადერთ წყაროს. საიდან გადავიხადო ჯარიმა»,- ამბობს ის.
ახალქალაქში გაწერილი ჯარიმებისა და გასაჩივრებული პროტოკოლების შესახებ დაზუსტებით მოგვიანებით გაცნობებთ.