ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით მუნიციპალიტეტის 2 სასურსათე მაღაზიამ გაჭირვებულების დასახმარებლად 30 ლარის ღირებულების პირველადი საჭიროების პროდუქტი მოამზადა. მერიის თანამშრომლები ამ პროდუქტებს იმ 100 ოჯახში დაარიგებენ, რომლებიც სოციალური დახმარების სააგენტოს სიაში გაჭირვებულთა რიცვს მიეკუთვნებიან.
აქციას ამჟამად ორი ბიზნეს-ობიექტი შეუერთდა: მაღაზია «ორანჯი», რომელიც სოფელ კოთელიაში მდებარეობს, ბიზნესმენ რუბენ გალსტიანის სახით და შპს «ვან»-ი, რომელიც ვანიკას საბითუმო მაღაზიის სახელითაა ცნობილი. მაღაზიებმა პირველადი მოხმარების პროდუქტების 50 პაკეტი მოამზადეს. დღეს ის მოხალისეები, რომლებიც შექმნილ ვითარებაში გაჭირვებულებს ეხმარებიან, 3 ჯგუფში 2-2 ადამიანად გაიყვნენ და მერიის ავტომანქანებით ადრესატებს პროდუქტი დაურიგეს.
მერიის სოციალური დახმარების და სოციალური მომსახურების სააგენტოს სიიდან 100 გაჭირვებული შეირჩა. შერჩეული იყო პირველი 100 ყველაზე გაჭირვებული ოჯახი და ადამიანი, სოციალური ქულების მიხედვით.
ვინაიდან ჩვენს ქალაქში აღნიშნული პროგრამის 44-46 ბენეფიციარი ცხოვრობს, მოხალისეებს აქ ერთი მანქანა ემსახურება, ხოლო დანარჩენი ორი გაემგზავრა ორი მიმართულებით. ერთი მუნიციპალიტეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ სოფლების მიმართულებით (სამსარი, ბარალეთი…), ხოლო მეორე მუნიციპალიტეტის სამხრეთ- დასავლეთის მიმართულებით (კარწახი, დადეში…).
მოხალისეებმა, რომლებიც ძირითადად ახალქალაქის მერიის და «ქართული ოცნების» პარტიის ადგილობრივი შტაბის თანამშრომლები არიან, დღეს უნდა დაარიგონ ყველა პარკი, თუ მოასწრებენ.
თვითმმართეველობის ადგილობრივი ორგანოები ადგილობრივ ბიზნესმენებს მოუწოდებენ, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ მუნიციპალიტეტის სხვა გაჭირვებულებს, რითაც შეუძლიათ, რათა წარმოქმნილ რთულ ვითარებაში გაჭირვებულებს მხარში ამოვუდგეთ და სირთულეები ერთად გადავლახოთ.