ახალქალაქის განვითარების რეგიონალური ფონდი და ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ვარევანში წელს წყალგაყვანილობის ახალ სისტემას ააშენებს. აღნიშნული სამუშაოებზე ტენდერი უკვე შედგა.

2020 წლის 26 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-ბიუჯეტურმა კომისიამ სოფელ ვარევანში სასმელი წყლის გაყვანილობის სისტემის თანხის გამოყოფის საკითხი განიხილა. წყალგაყვანილობის ახალი სისტემის პროექტი 688 250 ლარს შეადგენს, რომლის 500 000 ლარს ადგილობრივი განვითარების ფონდი აფინანსებს, ხოლო 188 250 ლარი- ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ახალი სისტემის სიგრძე 12,5 კილომეტრს შეადგენს, წყალს სოფელი სამსარიდან გაიყვანენ.

მუნიციპალიტეტმა ტემდერი 20 მარტს გამოაცხადა. პროექტს კომპანია შპს «უნივერსალ ჯორჯია 2008» 654 321 ლარით განახორციელებს. ამჟამად დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

სოფელი ვარევანის წყალგაყვანილობის სისტემა 2010 წელს აშენდა. მაშინ
180 000 ლარი დაიხარჯა. რადგან წყალგაყვანილობა რამდენიმე სოფელს გადიოდა, სოფლის მოსახლეობა სასმელ წყალს მორწყვისათვის იყენებდა და წყალი სოფელ ვარევანში ვერ აღწევდა.

წყალგაყვანილობის ახალი სისტემა სოფლების გავლით აღარ მოეწყობა, ის ჭაობებისა და დაუსახლებელი ადგილების გავლით აშენდება.

მსგავს თემებზე მასალები:

სოფელ ვარევანში წყალმომარაგების სისტემას ხელახლა გაიყვანენ