საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა პასუხები კითხვებზე, რომლებიც ხშირად აწუხებთ მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვაზე.
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად, დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის, ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.). სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია.
საგანგებო რეჟიმის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებით სხვა სახის გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ აკრძალვაზე იხილეთ მასალაში: “რომელი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება იზღუდება”