სოფელი ალათუმანი ახალქალაქიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. დაახლოებითი მონაცემებით, სოფელში 400-500 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობის თქმით, სოფლის მოსახლეობის 60-65% რუსეთში დაფუძნდა.

სოფლის მოსახლეობის არსებობის საშუალება მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და ხოფანია.

სოფლიდან ახალგაზრდა ადამიანების უმეტესობა სამუშაოდ რუსეთში მიდის, მაგრამ დაკეტილმა საზღვრებმა წელს ისინი სოფელმა “მძევლად” აიყვანა. ფინანსური პრობლემების გამო ახალგაზრდა ადამიანები ოჯახებს არ ქმნიან. გასული წლის ოქტომბრიდან დღევანდელ დღემდე სოფელში მხოლოდ ერთი გოგო გათხოვდა.

“ამჟამად სოფელში 20-30 ახალგაზრდა ადამიანია, რომლებიც სახსრების არარსებობის გამო არ ოჯახდებიან. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთი გოგო გათხოვდა, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით,”- ამბობს მაკბეტ ტონოიანი, სოფელ ალათუმანის სპეციალისტი.

უსაქმურობისგან ახალგაზრდები სოფლის ცენტრში ნარდს, დომინოს და სხვა თამაშებს თამაშობენ.

დროის ტარების სხვა ადგილი ახალგაზრდებს არ აქვთ, ერთადერთი სპორტული დარბაზი სკოლაში მდებარეობს, და ისიც საშინელ მდგომარეობაშია. იატაკი მთლიანად დანგრეულია. 1978 წლიდან სკოლის სპორტულ დარბაზში რემონტი არ ჩატარებულა.

სოფელში ცხოვრების იმედი – სოფლის მეურნეობაა. ალათუმანის მოსახლეობა წუხს, რომ არ შეუძლიათ დროულად და სასურველ ფასად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვა. სოფელში კარტოფილის მოსავლის 20%-იც კი არ არის გაყიდული. მიზეზი დაბალი ფასი და ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათია. სოფლის მცხოვრებნი დილით თბილისში კარტოფილის გაყიდვას და კომენდანტის საათის დადგომამდე სოფელში დაბრუნებას ვერ ასწრებს.

“ხალხს კომენდანტის საათის გამო არ შეუძლია თბილისში კარტოფილის წაღება, რადგან იმავე დღეს უნდა დაბრუნდნენ. ამიტომ მიაქვთ ახალციხეში და იქ ჰყიდიან იაფად , 40-50 თეთრად”,- ამბობს მაკბეტ ტონოიანი.

ალათუმანი ასევე ცნობილია სუნელებით. აქ თითქმის ყველა თესავს სუნელს. თუმცა სუნელიც ​წამგებიანი გახდა ბოლო დროს, ამიტომ სოფლის მოსახლეობა თანდათან ამცირებს სუნელების მოყვანას. თუკი ორი წლის წინ 1 კგ სუნელი 20 ლარი ღირდა, დღეს, სულ რაღაც 6 ლარად იყიდება.

“ჩვენ ძალიან ცუდ ვითარებაში ვართ; მე ორი ძროხა მყავს და ამით ვცხოვრობთ. ფული არ გვაქვს, მეუღლე საზღვარგარეთ სამუშაოდ ვერ წავიდა; არც სხვა შემოსავალი არ გვაქვს. კარტოფილს მე ყოველთვიურად ცოტ-ცოტას ვყიდდი და ამით ვიხდიდი კომუნალურ გადასახადებს. წელს კი კარტოფილიც არ მოვიდა. ბანკში კრედიტსაც ვერ ვიღებ. ექიმთან წასვლა მჭირდება, მაგრამ ფული არ მაქვს. ჩვენი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხა იყო, მაგრამ საზღვრები დაკეტეს და ხელცარიელები დავრჩით”,- ჰყვება ანაიტ მიქაელიანმა, სოფელ ალათუმანის მცხოვრებმი.