ბოლო პერიოდში ელექტრონული სეპარატორები ფართო მოხმარებაში შემოვიდა, თუმცა ჯავახეთის სოფლებში ასაკოვან ქალებატონებს სჯერათ, რომ მექანაიკური სეპარატორის მუშაობას ვერანაირი ელექტრონული მოწყობილობა ვერ ჩაანაცვლებს. მათ სჯერათ, რომ რძისგან ნაღები უფრო კარგი გამოდის მაშინ, როდესაც სადღვებელთან ქალები იკრიბებიან და რიგრიგობით ატრიალებენ მას.

ელეტქრონული სეპარატორის მუშაობის პრინციპი ხელის სეპარატორის ანალოგიურია. თუმცა, ჯავახეთის სოფლებში ტექნიკურ სიახლეებს ჯერ კიდევ გაურბიან.

მარო საარიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში ცხოვრობს, და უკვე 40 წელზე მეტია ოჯახისთვის სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს ამზადებს. მიუხედავად უფრო მარტივი ვარიანტებისა, ის ძველ ტრადიციებზე უარის თქმას არ აპირებს. თითქმის ყოველ დღეს რძის სეპარირებით იწყებს, რათა ყველი და კარაქი დაამზადოს.

«ვერ ვიტყოდი, რომ ხელით დატრიალება მარტივია, თუმცა ჩვეულზე უარს ვერ ვამბობ. მე რძალი და მეზობლები მეხმარებიან»,- ამბობს მარო საარიანი.

ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი, რომელსაც სოფლის მეურნეობის შედეგად ვღებულობთ, არის რძე. თუმცა მოხმარების უფრო ფართო სპექტრს რძის პროდუქტებს უწოდებენ და მათი მომზადებისათვის გამოიყენებენ ისეთ პროცესს, როგორიცია სეპარაცია.

რძის სეპარატორი – ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და მნიშვნელოვანი ნივთი სოფლის მეურნეობაში, მისი წყალობით სუფრაზე გვაქვს ნაღები და გემრიელი, დალიებული რძე.

მექანიკური სეპარატორები ადამიანის ძალისხმევით მუშაობენ, როდესაც სეპარატორის სახელური ტრიალებს. ელექტრონული სეპარატორები ელექტროძრავის დახმარებით მუშაობენ.

3

ბებია მარო რძისგან ნაღებს აკეთებს, ნაღებისგან კარაქს ამზადებს. დალიებული რძისგან კი ყველი გამოჰყავს.

საკუთარი ხელით დამზადებულ რძის ნაწარმს ის არა მხოლოდ სახლში იყენებს, არამედ სხვადასხვა პროდუქტებზეც ცვლის.

ადრე სეპარირების პროცესი დიდხანს გრძელდებოდა, რადგან თითოეულ ოჯახს ბევრი საქონელი ჰყავდა, ამასთანავე მეზობლები რძეს აგროვებდნენ და ერთად ამუშავებდნენ. სეპარატორის დახმარებით რძისგან ნაღების მიღების პროცესი სხვადასხვანაირად მიმდინარეობდა, მისი ხანგძლივობა რძის რაოდენობიდან გამომდინარეობდა.

«ჩვენ ერთი ძროხა გვყავს, რასაკვირველია, რძე ცოტა გვაქვს. სეპარირება 30 წუთიდან ერთ საათამდე გრძელდება. ადრე, როდესაც ბევრი ძროხა გვაყვდა, სეპარატორს რამდენიმე საათის განმავლობაში ვატრიალებდით»,- ყვება მარო საარიანი.

1

მარო საარიანი ყოველდღე, დღეში ორჯერ: დილას და საღამოს, სეპარატორს აუცილებლად შლის და ცხელი წყლით კარგად რეცხავს ნაწილებს. ინსტრუმენტის დასუფთავების პროცესი ეფექტური მუშაობის ერთ-ერთი გარანტია.

«სეპარატორი სუფთა უნდა იყოს, საღამოს თუ არ გარეცხავ ინსტრუმენტს, დილით ჭუჭყიანი მანქანა რძისგან ნაღებს კარგად ვერ გამოყოფს»,- ამბობს ის.

2

უფროს თაობას ჯერ კიდევ ჩვეულებრივი, მექანიკური მოწყობილობები ურჩევნია, ისინი არ ენდობიან ახალს, ელექტრონულს. თუმცა, ახალგაზრდობა თვლის, რომ არასწორია დრო დახარჯო იმაზე, რის გაკეთებაც ავტომატური მოწყობილობის დახმარებით არის შესაძლებელი. თაობების მუდმივ ბრძოლაში, «მამა- შვილთა პრობლემაში» ჯერჯერობით შენარჩუნებულია ტრადიცია, რომელიც თანდათანობით ახალს უთმობს ადგილს…

(Video)
რძის სეპარირებას ვაკეთებთ, შემდეგ დილით ადრე ვდგებით, რძე უკვე დამღავებულია და ყველი გამოგვყავს. შრატს ხბორებს და ღორებს ვაძლევთ. პროცესი ნახევარი ან ერთი საათი გრძელდება. თუკი რძე ბევრია, პროცესი 5-6 საათი გრძელდება. ამ რძისგან ბევრ რამეს ვაკეთებთ. მეზობლებით შევიკრიბეთ, ვსხედვართ და ერთმანეთს ვეხმარებით, შემდეგ კი ყავას მივირთმევთ. ადრე 4-6 ძროხას ვინახავდით. გააჩნია ვის, როგორ. ახლა ადამიანები ცოტას იყოლიებენ. მას შემდეგ რაც სეპარირებას ვაკეთებთ, ვტოვებთ დილამდე და ისევ იგივეს ვიმეორებთ. შემდეგ ყველი გამოგვყავს. ადრე ასეთი სიმშვიდე როდის იყო? ყველგან ბავშვები დარბოდნენ, ცელქობდნენ. ახლა კი ჩვენთვის მშვიდად ვმუშაობთ. ამ რძისგან თავი ყველი და ჩეჩილი გამოგვყავს. ნაღებს როცა ვურევთ, ყველაფერს ვშლით, სუფთად თბილ წყალში ვრეცხავთ. ჩემო ბიჭო, მე მარტო არ ვარ, მეზობლები მეხმარებიან. ასაკის გამო მირთულდება შრომა, ამიტომ მოდიან და მეხმარებიან. მეც ჩემს საქმეს ვაკეთებ. ამ ყველაფერს ახლა ვრეცხავთ და სუფთად ვალაგებთ, დილით ისევ სეპარირებას ვაკეთებთ.