გუშინ სოფელ კარწახში სათიბი მიწების საკითხი განიხილეს. აღნიშნული მიწები ჯავახეთის ეროვნულმა პარკმა სოფელს მისი დაარსების შემდეგ გამოუყო. თუმცაღა, დღემდე მინდვრების თიბვა სოფლის ყველა მცხოვრებს არ მოუწია. კონფლიკტი მოხდა იმ ადამიანებს შორის, ვისაც მიწებით სარგებლობის საშუალება მიეცათ და იმათ შორის, ვისაც მიწების თიბვისა და საძოვრებად გამიყენების სურვილი აქვთ.
გუშინ სოფლ კარწახის მოსახლეობა აღნიშნული მიწების ტერიტორიაზე გავიდა. ადრე ეს მიწები ჯავახეთის ეროვნულმა პარკმა მოსახლეობისათვის გამოყო. ადამიანებს თივის მოთიბვის შესაძლებლობა მიეცათ, რადგან კარწახში ძირითადად მესაქონლეობით არიან დაკავებული. როგორც სოფლის მოსახლეობა ყვება, იმ დროიდან თივას ძირითადად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თიბავდნენ, კერძოდ, დეპუტატი, სოფელში მერის წარმომადგენელი და მათი ახლობლები.
დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობას უჭერს მხარს, კონფლიქთი მათ და იმ ადამიანებს შორის მოხდა, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში საერთო მიწას იყენებდნენ. სოფლის მოსახლეობა ახალქალაქის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს აბრაამ კარაპეტიანს და სოფლის რწმუნებულის ატომ ოგმრტიანის ახლობლებს ასახელებენ.
საკრებულოს დეპუტატმა, ვარდან პაპოიანმა დაადასტურა, რომ ჯავახეთის ეროვნული პარკის მიერ გამოყოფილი მიწების დანაწილება სოფელში გუშინ დაიწყეს, რამაც კონფლიქტი გამოიწვია.
“დიახ, ჩვენ შევიკრიბეთ და ვანაწილებთ, თუ ვის რამდენი მიწა უნდა გამოეყოს. ამ დრომდე მიწას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყენებდა, რითაც მოსახლეობა უკმაყოფილო იყო და აღნიშნული საკითხის აღძრა გადაწყვიტა. ეს სახელმწიფოს მიწაა და ჯავახეთის ეროვნულ პარკს ეკუთნის, შესაბამისად არ შეიძლება მისი გაქირავება, ყიდვა ან გაყიდვა. მიწა სოფლის თითოეულ მკვიდრს ეკუთვნის”.- JNEWS-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა ვარდან პაპოიანმა.
JNEWS აბრაამ კარაპეტიანსაც დაუკავშირდა, რომელმაც თანასოფლელების განცხადებები იმის თაობაზე, რომ კარწახელებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწით სარგებლობა ეკრძალებოდათ, არ დააკომენტარა.
“არ ვიცი რა ვთქვა. არ მინდა იმის თქვა, რაც არაა სწორი. მე ამასთან არაფერი საქმე არ მაქვს”,-სთქვა სატელეფონო საუბარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კარწახის დეპუტატმა, აბრაამ კარაპეტიანმა.
ატომ ოგმრტიანმა აღნიშნული ინფორმაცია ასევე არ დაადასტურა.
“მე იქ მიწა არ მაქვს, არ ვიცი. თივას ვისაც უნდოდა ის თიბავდა. და თუ ადამიანს არ უნდა, ძალაზე ხომ არ გააკეთებინებ. ახლა ალბათ იფიქრეს, რომ ამის დრო დადგა, რადგან წელს თივის დეფიციტია. არ ვიცი, ან მოსახლეობას ან ხელმძღვანელობა განაწილება სურს. სავარაუდოდ ამიტომაც კამათობენ, ვერ თანხმდებია. მე იქ არ ვარ, საქონელი ავად მყავს და ამით ვარ დაკავებული, მხოლოდ ის ვიცი, რომ იქ ავიდნენ და კამათობენ”,- ამბობს სოფლის ყოფილი რწმუნებული ატომ ოგმრტიანი.
ჯავახეთის ეროვნული პარკის დირექტორის თამაზ მეტრეველის თქმით, ის გუშინ იყო კარწახში და გაესაუბრა მოსახლეობას.
მისი თქმით, მაშინ როდესაც ეროვნული პარკი შეიქმნა, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დაახლოვებით 1300-1400ჰა მიწა სოფლის მოსახლეობის მოხმარებაში გადაეცა.
“დაცული ტერიტორიების სააგენტო მიწების დანაწილებით პირადად არ დაკავებულა, მიწა სოფლის მმართველობას გადაეცა, რომელსაც ეს განაწილება უნდა მოეგვარებინა. ეს სათიბი მიწაა და საძოვრადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. აღნიშნულ მიწებზე თესვა არაადაშვებული. მოსახლეობას უკვე შევხვდი და ავუხსენი, რომ მიწა გარკვეულ პირთათვის კი არ არის გამოყოფილი, ის მთელი სოფლის მოსახლეობისთვისაა და სრულიად უფასოა. მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაანაწილებენ მიწას- ეს მათი პრობლემაა, ჩვენ ამაში აღარ ჩავერევით. სოფელში თივის დეფიციტია, ამიტომაც მოხდა ეს ყველაფერი. მე ვუთხარი, რომ ეროვნული პარკის მიწებით ყველა თანაბრად უნდა სარგებლობდეს. არავის აქვს უფლება სთქვას, რომ მიწა მას ეკუთნის”,- ამბობს ჯავახეთის ეროვნული პარკის დირექტორი თამაზ მეტრეველი.
სოფელ კარწახის მოსახლეობა აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ვერავითარ კონსესუსამდე ვერ მივიდა. JNEWS მოვლენების განვითარებას თვალყურს ადევნებს.