მეოთხე მცდელობაზე, საბოლოოდ, ბავრა-კარტიკამის გზის 535 მეტრის მონაკვეთის ასფალტირების ტენდერი შედგა.
ბავრა-კარტიკამის გზას ასფალტირება გასულ 2019 წელს გაუკეთეს. სამუშაოებს შპს “არალი” ასრულებდა.
რეაბილიტაციის პროექტი 2500 მეტრზე მეტს ითვალისწინებდა, თუმცა ასფალტირება მხოლოდ 2000 მეტრზე გაკეთდა. სოფელი კარტიკამის მოსახლეობა უკმაყოფილო იყო იმით, რომ ასფალტირებული გზა სოფლის რიტუალების სახლამდე არ მივიდა.
წელს მუნიციპალიტეტმა დარჩენილი მონაკვეთის ასფალტირებისათვის 434 630 ლარი გამოყო, რაც გზის ასფალტირების 535მ დაფარავს.
2000 მეტრი გზის ასფალტირებისათვის მუნიციპალიტეტმა 1 048 150 ლარი გამოყო, მაგრამ კომპანია “არალმა” 1 006 224 ლარის სამუშაოები შეასრულა.
წელს 535 მეტრიანი გზის მონაკვეთის ასფალტირების მეოთხედ გამოცხადებული ტენდერი ვერ შედგა, რადგან მონაწილეები არ იყვნენ.
ბოლოს ტენდერი 2020 წლის 23 მარტს გამოცხადდა. მონაწილეობდა მხოლოდ კომპანია “არალი”, რომელმაც ტენდერი 400 000 ლარით მოიგო. ამჟამად დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინაორეობს.