დღეს, 4 ივნისს, ახალქალაქში ქალაქ მარნეულის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „იბერიას“ კონცერტი გამართა, რომელიც მიზნად ისახავს ახალქალაქის ანსამბლ „მურჯის“ პოლონეთში ფესტივალზე გამგზავრებისთვის თანხის შეგროვებას.
ახალქალაქის კულტურის სახლში ანსამბლ „იბერიას“ კონცერტი გაიმართა. კონცერტის ბილეთი 10 ლარი ღირდა, შეგროვებული თანხა ანსამბლ „მურჯის“ ვარშავაში ფესტივალში მონაწილეობისთვის დაიხარჯება. საქართველოს ამ ფესტივალზე ახალქალაქელი „მურჯი“ წარადგენს, თუმცა მონაწილეობისთვის ფინანსებია საჭირო.
დარბაზი თითქმის სავსე იყო, ქართული ცეკვების საყურებლად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ. კონცერტი ანსამბლმა „მურჯმა“ ცეკვა „რაჭულით“ გახსნა.
კონცერტზე „მურჯის“ მხარდასაჭერად ანსამბლ „იბერიასთან“ ერთად, ადგილობრივი ანსამბლი – „ჯავახკი“ და ახალციხიდაბ ანსამბლი „სამცხე“ გამოვიდნენ.
ანსამბლ “მურჯის” ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლაში მადლობა გადაუხადა მარნეულის, ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალურ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის, მათ შორის, ტრანსპორტის ხარჯისთვის.