დღეს, 25 ოქტომბერს, ახალქალაქში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა დარეგისტრირებული.
როგორც JNEWS -ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ აცნობა, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში მთელ რეგიონში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევაა დამტკიცებული.
მუნიციპალიტეტებთან შესაბამისობაში შემთხვევები შემდეგნაირად არის განაწილებული: ახალქალაქი- 8, ახალციხე-14, ადიგენი- 2, ასპინძა-1 და ბორჯომი-2.
დღევანდელი დღის მონაცემებით, მთელ რეგიონში 985 ადამიანია თვითიიზოლირებული: ახალციხეში- 535, ბორჯომში – 56, ადიგენში – 103, ასპინძაში – 86, 126 ადამიანია ახალქალაქში და 79 – ნინოწმინდაში.