დღეს, 7 თებერვალს, ახალქალაქის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალქალაქში კოვიდვითარება კვლავ მძიმეა.
დღეს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 258 ტესტი ჩატარდა, – 220 ანტიგენზე, 38 PCR-ზე, შედეგად, კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 306 ადამიანი იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ პოლიციელებს, მეხანძრეებს, მასწავლებლებს, დაცვის თანამშრომლებს, ტანსაცმლის ბაზრობის მოვაჭრეებს, ბაზრობის მუშებს, ტაქსის მძღოლებს, ეკლესიის მუშაკებს და მუნიციპალური სოფლების სამედიცინო პერსონალს კოვიდ ტესტის გაკეთება ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ყოველ 12 დღეში ერთხელ შეუძლიათ.