ახალქალაქელებს, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარაში, ზღვაზე ისვენებდნენ, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში COVID-19-ის ტესტის უფასოდ ჩატარება შეუძლიათ. PCR-ტესტი 10 ადამიანზე მეტმა ჩააბარა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის აღმოჩენის PCR-ტესტის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობით უკვე 10 ადამიანზე მეტმა ისარგებლა. გამოკვლეულთაგან COVID-19 არცერთს არ აღმოაჩნდა.
ამ ბოლოს ახალქალაქელებს, რომლებიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე ისვენებდნენ, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში კორონავირუსის აღმოჩენის PCR-ტესტის ჩატარების შესაძლებლობა მიეცათ. აღნიშნული შესაძლებლობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ბოლო დროს აჭარაში, სადაც ახალქალაქის ბევრი მცხოვრები ისვენებს, COVID-19-ის შემთხვევები გახშირდა. COVID-19-ის ტესტს უფასოდ ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ატარებენ.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით ახალქალაქში დღემდე არ არიან კორონავირუსით დაავადებულები, მიუხედავად იმ ჭორისა, რომ ახალქალაქის ერთ-ერთ სახლში სასწრაფო დახმარების ექიმები სპეციალური ეკიპირებით შევიდნენ .