ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს Jnews-ი აქვეყნებს მონაცემებს, თუ რამდენი ბავშვი დაიბადა ადგილობრივ საავადმყოფოში წლის დასაწყისიდან 1 ივნისამდე. 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში 100 ბავშვი დაიბადა. აქედან 48 ბიჭი, 52 გოგონა.
2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს 111-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა. 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივნისამდე ახალქალაქის საავადმყოფოში 211 ბავშვი დაიბადა.
ექიმების თქმით, შობადობის მკვეთრი კლების ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით შეიმჩნევა.