ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანში სკოლის სპორტული დარბაზი 2021 წლიდან არ მოქმედებს. შარშან ძლიერმა ქარმა დარბაზს სახურავი გადახადა და ის ჯერ კიდევ არ არის სრულად გარემონტებული.
დარბაზი გაჟღენთილია ნესტით, სახურავი, კედლები, იატაკი მთლიანად დაფარულია მცენარეებით, ხოლო სპორტული ინვენტარი – ობით.
ძლიერმა ქარმა შენობას სახურავი გადახადა. ჩვენი ინფორმაციით, ერთი წლის წინ, 2021 წელს, სახურავი ნაწილობრივ გარემონტდა, დაბეტონდა და გადაიხურა ჰიდროიზოლაციის მასალით.
სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს, რომ სკოლის სპორტდარბაზის სავალალო მდგომარეობის შესახებ სოფელში ყველამ იცის. იქ გაკვეთილების ჩატარება უბრალოდ შეუძლებელია და, ბუნებრივია, არც ერთი მშობელი არ გაუშვებს შვილს დანგრეულ დარბაზში.
ალათუმანის სკოლაში 42 მოსწავლე სწავლობს. ზამთარში სპორტის გაკვეთილები ტარდება სკოლის ერთ-ერთ კლასში, ხოლო გაზაფხულზე – სკოლის ეზოში.
სოფელ ალათუმანის სკოლა 1976 წელს აშენდა და ექსპლუატაციაში 1979 წელს შევიდა.
სკოლის დირექტორმა გვთხოვა ეს საკითხი ამ დროისთვის არ წამოგვეწია, რადგან რეაბილიტაციის დაფინანსების მოთხოვნა დაწყებულია. მან შემოგვთავაზა ამის შესახებ დავწეროთ, როდესაც რემონტი უკვე დაწყებული იქნება.
JNEWS-მა თხოვნით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა უფრო დეტალურად გაეგოთ სკოლის შენობისა და ალათუმანის სპორტული დარბაზის მდგომარეობის შესახებ. განახლდება თუ არა სპორტული დარბაზი, პასუხი მიღებისთანავე გამოქვეყნდება.