თბილისში დღეს, ვარდების დღესასწაული – “ვარდატონი” აღნიშნეს. ყოველწლიურად, მაისის ბოლო კვირას, თბილისში საიათ-ნოვას ხსოვნის დღე აღინიშნება.

საუკუნეზე მეტი ხნის წინ დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, საქართველოს სომხები იოჰანეს თუმანიანის სახლიდან აშუღის ძეგლისკენ გაემართნენ და ვარდებით შეამკეს, შემდეგ კი წმინდა გევორგის ეკლესიაში პატივი მიაგეს გამოჩენილი აშუღის ხსოვნას.

პირველად „ვარდატონი“ 1914 წელს, იოჰანეს თუმანიანისა და მხატვარ გევორგ ბაშინჯაღიანის ინიციატივით აღინიშნა. შემდეგ კი ტრადიციად ჩამოყალიბდა.

IMG_20220529_155135_174

IMG_20220529_155128_018

IMG_20220529_155123_791

საქართველოში სომხეთის დიასპორის  ფოტოები