საქართველოს ხელისუფლების რეიტინგის ზრდის შესახებ, ისევე როგორც არჩევნების, ცვლილებების და სხვა ბევრის შესახებ Jnews.ge ფილოსოფოსს და პოლიტოლოგს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომერეს გია ნოდიას გაესაუბრა.
რამდენად გაზარდა კორონავირუსმა მმართველი პარტიის «ქართული ოცნების» რეიტინგი?
-მე ვფიქრობ გაზარდა ორი მიზეზის გამო: პირველი არის ის, რომ კრიზისის დროს საზოგადოება ზოგადად ყოველთვის ერთი ავტორიტეტის გარშემო ფოკუსირდება, ამ შემთხვევაში ეს არის ხელისუფლება; მეორე, რომ აქამდე, ყოველ შემთხვევაში კორონავირუსთან ბრძოლის შედეგები წარმატებულია, სხვა ქვეყნებთან შედარებით ვირუსი ნაკლებად ვრცელდება. ამიტომ ხელისუფლებას შეუძლია აჩვენოს და თქვას, რომ მისი პოლიტიკა წარმატებულია და ბევრს ამისი სჯერა.
ეს წინასაარჩევნო წელია და არჩევნები ჯერ არ გადადებულა. რასაკვირველია, პოზიციაც და ოპოზიციაც საკუთარი თავის წარმოჩენას ცდილობენ, როგორც დადებითად, ასევე პირიქით. რამდენად ატარებდა ახალქალაქში მომხდარი ინციდენტი პოლიტიკურ ხასიათს, როდესაც ყოფილმა და მოქმედმა დეპუტატებმა ერთმანეთს ესროლეს?.
-ოპოზიციაც ცდილობს იყოს აქტიური და ეს ბუნებრივია. ახლა ყველა ფიქრობს და ლაპარაკობს ვირუსზე, მათ რასაკვირველია სურთ საკუთარი თავების წარმოჩენა, თუ როგორ ზრუნავენ მოსახლეობაზე. რაც შეეხება ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს, მე ამის განსაზღვრა გამიჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ ეს კლანური ანგარიშები იყო, დიდ პოლიტიკასთან ნაკლებად იქნებოდა დაკავშირებული.
წლის ბოლოს პარლამენტში არჩევნები უნდა ჩატარდეს, ჯერ გაუქმებული არ არის. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვეველი მომავლის გათვალისწინებით, შედგება თუ არა არჩევნები?
-ახლა ამის თქმა შეუძლებელია. პრეზიდენტმა თქვა, რომ არჩევნები შეიძლება ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ, მაგრამ, ჩემი აზრით, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ შესაძლებელია. ამის შანსები მაღალია. ამიტომ ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით ჩატარდება თუ არა არჩევნები ოქტომბერში.
თუ კორონავირუსამდელ სიტუაციას დავუბრუნდებით, 2019 წლის ივნისის მოვლენების შედეგად, როდესაც ტარდებოდა პროტესტის მასშტაბური აქციები, ან პროპორციული სისტემის გამოყენების უარის გამო ხელისუფლება ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა. ვითარება ახლა ხომ შეიცვალა, მოსალოდნელია თუ არა არჩევნების სხვა შედეგები?
-რა თქმა უნდა შესაძლებელია. ხელისუფლება იმედოვნებს და შესაძლოა ეს იმედები გამართლდეს კიდეც, მაგრამ ვითარება სწრაფად იცვლება ხოლმე. ხალხი ახლა ფიქრობს, რომ სასაუბრო თემის 80-90% ვირუსს და ეპიდემიის ინტენსივობას ეხება. თუმცაღა, როდესაც ხალხი დამშვიდდება და გავა რამდენიმე თვე, პირველ პლანზე ეკონომიკური პრობლემები წამოიწევა. მიღებული ზომები ძალიან მტკივნეულია ეკონომიკისათვის. ახლა ხალხი ნაკლებად გრძნობს ამას, მაგრამ იმ დროისათვის ეკონომიკური პრობლემები პირველ პლანზე გადმოვა. ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ხელისუფლებისადმი ნდომა შენარჩუნდება.
არჩევნებამდე, ოპოზიციის დიდი ხნის პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება დათმობაზე წავიდა, თუმცა როდესაც ახალი აქტუალური პრობლემა გაჩნდა, ამ დათმობებს აღარ იხსენებენ, საუბარი იყო პროპორციული სისტემით დეპუტატების რაოდენობის გაზრდაზე და სხვა. რამდენად არის შესაძლებელი, რომ ხელისუფლებამ ამჯერადაც გადაიფიქროს?
-არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ ძირითადად გადაწყვეტილებები მიღებული იყო არა საზოგადოების ზეგავლენის შედეგად, არამედ შიდა ძალების ზეგავლენით. გადამწყვეტი ფაქტორი დასავლეთის გავლენა იყო. «ქართულმა ოცნებამ» სავარაუდოდ უფრო დასავლეთს დასთმო, ვიდრე შინაგანს ანუ ოპოზიციას ან საკუთარ საზოგადოებას. მაშასადამე, დასავლეთის მხარდაჭერა მუდამ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. მე არ მიმაჩნია, რომ ხელისფლება ამას გააკეთებს, უარს იტყვის აღნიშნულ დათმობებზე. რეიტინგის ამაღლებას რაც შეეხება, ეს ფაქტი სავარაუდოდ იმის სასარგებლოდაა, რომ დიდი ალბათობით ხელისუფლება არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების აუცილებლობას ვერ დაინახავს, ის მეტად დარწმუნდება იმაში, რომ ახალი საარჩევნო სისტემითაც გაიმარჯვებს.