ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე დიდი ხანია გაჩნდა ორმოები, რომლებიც წვიმის სეზონზე დღითი დღე იმატებს, წვიმის წყლით ივსება და მძღოლებისთვის სახიფათო ხდება.
Jnews-ი არაერთხელ მიუბრუნდა ამ საკითხს თებერვლის შემდეგ, როცა კომპანია “საგზაო მშენებლობის განყოფილება No1-ის” დირექტორმა, შოთა აბულაძემ განაცხადა, რომ თბილი ამინდის დაწყებასთან ერთად ორმოების ამოვსების სამუშაოები გაგრძელდება. დათბა, მაგრამ სამუშაოები არ მიმდინარეობს.
დღეს JNEWS-მა ამ კითხვით კიდევ ერთხელ მიმართა კომპანიის დირექტორს. ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ გზა ადგილზე ნახეს და შესაბამისი სამუშაოების დაწყებას აპირებენ, თუმცა, როდის, ზუსტად არ იციან.
შეგახსენებთ, რომ გზის მოასფალტებაზე სამუშაოები 2019-2020 წლებში განხორციელდა. ზოგადად, ახალციხე-ნინოწმინდის გზის 16-კილომეტრიანი მონაკვეთი 70-დან 86 კმ-მდე, ანუ ახალქალაქიდან ნინოწმინდამდე შეკეთდა.
ელექტრონული ტენდერი საქართველოს ტერიტორიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა: “არალი”, “ბლექსი ჯგუფი”, “მამისონი” და “გზის მშენებლობის დეპარტამენტი No1. ელექტრონულ კონკურსში გაიმარჯვა კომპანია „საგზაო მშენებლობის განყოფილება No1“ 14 749 992,92 ლარით. თუმცა რეკონსტრუქციას კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ აწარმოებს, რომელიც “საგზაო მშენებლობის განყოფილება No1”-ის ქვეკონტრაქტორია.