ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 – ახალქალაქში გამოვლინდა.
დღეს, მთელ რეგიონში, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 13 – ახალციხეშია, 2 – ასპინძაში, 1 – ადიგენში, 4 – ახალქალაქში და 3 – ნინოწმინდაში.
თვითიზოლირებულია 667 ადამიანი, მათგან 105 ახალქალაქში და 39 ნინოწმინდაში.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ახალქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურის 13 თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, დანარჩენი 10 პირის ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა მათ ხელმეორედ უწევთ ტესტირება.
ამასთანავე, ტესტი ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს 70 თანამშრომელმა გაიკეთა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ 50 ადამიანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, დანარჩენი 20 თანამშრომლის შედეგი კი ჯერ არ მიუღიათ.