დღეს, 19 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებისდან დღემდე, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3656 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 287 ახალქალაქში და 133 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე – ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS– ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა აღმოაჩინეს სამცხე – ჯავახეთში.
მუნიციპალიტეტების მიერ გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
9– ახალციხეში;
3 – ადიგენში;
5 – ახალქალაქში;
20 – ბორჯომში;
1 – ნინოწმინდაში;
5 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 967 ადამიანი იზოლირებულია:
ახალციხე – 278;
ახალქალაქი – 120;
ბორჯომი – 247;
ნინოწმინდა – 8;
ასპინძა – 119;
ადიგენი – 195.
COVID სასტუმროებში 61 ადამიანი იმყოფება, ხოლო COVID კლინიკებში 135 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, 82 პაციენტი გამოჯანმრთელდა სამცხე-ჯავახეთში. რეგიონში სულ 1,840 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 37 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 41 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა.