ღობეები, რომელთა გაყვანაც 2019 წლის დეკემბერში ყოფილ №1 სამხედრო ქალაქში სამხედრო ნაწილსა და საცხოვრებელ სახლებს შორის დაიწყო, შეჩერებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. სამინისტრო არ აზუსტებს თუ როდის განახლდება სამუშაოები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს სამხედრო ნაწილის შემოღობვას ახალქალაქის ყოფილ №1 სამხედრო ქალაქში. 2019 წლის 30 ნოემბერს, საღამოს, მაცხოვრებლებსა და მშენებელებს შორის უთანხმოება მოხდა. მოსახლეობა აპროტესტებდა, რადგან ღობე უშუალოდ მათ ფანჯრებთან ძალიან ახლო მანძილზე გაივლიდა. სამუშაოები შეაჩერეს.
2019 წლის 2 დეკემბრის ჩვენ განაცხადზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 15 იანვარს გვიპასუხა. შეკითხვაზე, თუ როგორ მოგვარდება შემოღობვის პრობლემა, სამინისტროს პასუხში ნათქვმია, რომ სამუშაოები ჯერჯერობით შეჩერებულია. როდემდე იქნება შეჩერებული სამუშაოები დოკუმენტში არ არის ნახსენები. ცნობილია, რომ სამინსისტროს პროექტებში არსებული ინფრასტრუქტტურული სამუშაოების პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება და შესაბამისად საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამა ახალქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე გვაცნობებს, რომ სამინისტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით აღნიშნულ სფეროში დაარსდება ინფრასტრუქტურის მართვის ოფისი (IMO).
რაც შეეხება იმ სამი შენობის გადაცემას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, რომლებიც ყოფილი №1 სამხედრო ქალაქის სამხედრო ნაწილში აღმოჩნდნენ, შინაგან სამქეთა სამინისტრომ გვიპასუხა, რომ 2019 წლის შემოდგომიდან აქ ცვლილებები არ არის. ჩვენი შეკითხვების საპასუხოდ, რომლებიც 2019 წლის სექტემბერში მივიღეთ, ნათქვამია, რომ სამხედრო ქალაქის 27 შენობა გადაეცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტს, ხოლო სამი შენობა ჯერჯერობით სამინისტროს ბალანსზე რჩება.
«სამინისტროს ბალანსზე, დღესდღეობით, არის სამი საცხოვრებელი კორპუსი. აღნიშნული შენობების ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში გადაყვანა, თავდაცვის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ამჟამად შესაბამისმა კომისიამ არ ჩათვალა მიზანმიმართულად»,- ნათქვამია წერილში.
სამხედრო ქალაქის მშენებლობის დეტალები სახელმწიფო საიდუმლოებაა
ყოფილი №1 სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აშენებს საწყისი სამხედრო მომზადების ცენტრს. ცენტრის მშენებლობა 2014 წლის აგვისტოში დაიწყო. თავდაცვის სამინისტროში ცენტრის გახსნას მიმდინარე 2020 წელს გეგმავდნენ.