დღეს, 18 მაისს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა.

ზეიმში ახალქალაქის ცეკვის ორი ანსამბლი – “მურჯი” და “ჯავახკი” მონაწილეობდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში არ არის მიღებული ეროვნული სამოსის ან სომხური ტარაზით ტარება, რადგან ახალქალაქში თვლიან, რომ ტარაზი უფრო სასცენო სამოსია.

ეს დღე ახალქალაქში, რამდენიმე წელია აღინიშნება, გარდა პანდემიის პერიოდისა, როდესაც მასობრივი ღონისძიებები აიკრძალა.

„ამ დღეს ქალაქს არა მარტო ეროვნული სამოსით წარმოდგენა ვაჩუქეთ, არამედ ქართული და სომხური ცეკვების დღესასწაულიც, მანამდე ყველას შევთავაზეთ, ეროვნული სამოსით მოსულიყვნენ. თუ სამოსი არ აქვთ, ქუდი ან რომელიმე ეროვნული აქსესუარი გამოეყენებინათ. იყავით არა მაყურებელი, არამედ ამ დღის მონაწილე. სასიამოვნოა ამ სამოსით ერთად გასვლა. ეს არის ხარკი ჩვენი წინაპრებისადმი, რომლებიც ასეთი სამოსით დადიოდნენ”, – განაცხადა ანსამბლ „მურჯის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მეტრეველმა.

erti

ereq

chors

hing

inn

par 2

qsan

tas

tasneerku

tasnereq

tasnmek

ut

vec