ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დღეს, 27 აპრილს, მიწვეულნი იყვნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის ცენტრის ხელმძღვანელი, იროდიონ გოგოლაძე და ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი.
დეპუტატებს სოციალურ ქულებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები. ზოგი დეპუტატის თქმით, სოციალურ დახმარებას ქულებით ყველა ის ოჯახი ვერ იღებს, ვინც ამ დახმარებას საჭიროებს. არიან პირები, რომლებიც გაცილებით უზრუნველყოფილნი არიან, მაგრამ სოციალურ დახმარებას იღებენ, რადგან მათი სოციალური ქულები საკმარისია სოციალური დახმარების მისაღებად.
იროდიონ გოგოლაძემ სოციალური დახმარების მიღების პროცესი განმარტა და განაცხადა, რომ საჭიროა განცხადების დაწერა და ფორმის ზუსტად შევსება.
“ამის შემდეგ, სოციალური აგენტი, ერთი თვის განმავლობაში მივა მასთან და მათი პასუხების საფუძველზე შეავსებს ფორმას. ზოგჯერ პირები იტყუებიან, მაგრამ იუსტიციის სამინისტროდან ვიღებთ ყველა მონაცემს და ვამოწმებთ. ვისაც ოჯახში 16 წლამდე ბავშვი ჰყავს, მათთვის პრივილეგია არსებობს”, – ამბობს გოგოლაძე.
მისივე თქმით, პანდემიის დროს პროცესი შეჩერდა, მაგრამ უკვე აღდგენილია. პირებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ქულებს, შეუძლიათ ერთი წლის შემდეგ ისევ მიმართონ სააგენტოს. ხოლო მათ, ვინც უკვე იღებს დახმარებას, 4 წელიწადში ერთხელ ამოწმებენ.
საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირინციანმა ყველა უფლებამოსილ პირსა და დეპუტატებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა ყველა სოფელმა შეძლოს აღნიშნული სოციალური დახმარებით სარგებლობა.
ალექსან თოროიანმა სოფლების სამედიცინო პროგრამის არაეფექტიანობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს დეპარტამენტში აპირებენ ამ ორგანიზაციების სამუშაოების ცენტრალიზებას, რათა პროცესი დაარეგულირონ. მიაჩნიათ, რომ არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო.
“დანიშნული ადამიანები ხელფასებს იღებენ, მოსახლეობა კი ვერ იღებს მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს. ამ პროგრამიდან სარგებელი არ არის. მიმაჩნია, რომ ის ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა გადაეცეს. დანიშვნები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რეკომენდაციის გარეშე ხდება. სოფლების 80-90%-ში არ გვაქვს სამედიცინო პუნქტები, ან ისინი ძველ საბჭოთა შენობებშია განთავსებული, ზოგი მათგან ძალიან უხარისხოდ არის აშენებული. ააშენეს, მაგრამ ვერ მოაგვარეს წლის, ელექტროენერგიის, გაზისა და გათბობის გაყვანილობების პრობლემა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობებს რომ ექვემდებარებოდეს, ეს საკითხებიც მოგვარდებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ჩვენს დეპუტატს, მანუკიანს და ვიმედოვნებ, საკითხი გადაწყდება”, – განაცხადა თოროიანმა.
მისივე თქმით, იმ სოფლებში, სადაც არ არის ექიმი, პაციენტისგან კონსულტაციისთვის ფულს არ იღებენ. ამას, შეთანხმების მიხედვით თანახმად მერია ახორციელებს. კონსულტაცია 20-დამ 40 ლარამდე ღირს და თვეში დაახლოებით 200-300 ლარი გამოდის.
სტუმრების მოსმენის შემდეგ დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე გადავიდნენ.