ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ნორმატიული ფასები დაამტკიცა.
27 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ნორმატიული ფასები დაამტკიცა. ფასები უცვლელია, დარჩა იგივე, რაც გასულ წელს. ეს არის 1კვ.მ. მიწის ფასი, რომელსაც საკრებულო ყოველწლიურად ამტკიცებს.
არის ფორმულა და კოეფიციენტები, რომელთა მიხედვითაც მიწის ფასს ანგარიშობენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნორმატიული ფასები შემდეგნაირია: 1კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ქალაქ ახალქალაქში 1,80 ლარი ღირს, სოფლებში მიწები 50%-ით ნაკლები ღირს და 0,90 ლარს შეადგენს. მიწები, რომლებიც სოფლებს შორის მდებარეობს ღირს 0,45 ლარი, ხოლო მთავარ გზასთან ახლოს მდებარე მიწების საფასური 1,26 ლარს შეადგენს.
ეს არის ნორმატიული, გასაყიდი ფასი, თუმცა მიწები დამოუკიდებელი აუდიტის გარეშე ვერ გაიყიდება და აუდიტის შეფასების შემდეგ, შესაძლებელია მიწების ფასმა მოიმატოს.