დღეს, 7 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით , «ახალქალაქი ჰესი-1»-სა და «ახალქალაქი ჰესი-2»-ის მშენებლობის პროექტის მენეჯერს, ლაშა მგელაძეს და სოციალური საკითხების მენეჯერს ნინო თევდორაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საკრებულოს შენობაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქის მერის მოადგილე, არმენ მარანგოზიანი, დეპუტატები, მერიის წარმომადგენლები და ახალქალაქის სერვისცენტრის წარმომადგენელი, აღვან აბაჯიანი.
«ჩვენ ყოველ წელს ვრგავთ ხეებს, წელს ამისთვის სახსრები არ გვაქვს, ამიტომ დახმარება მათ ვთხოვეთ, ასევე, გზების კეთილმოწყობა ვთხოვეთ, რომელზეც მათი ტექნიკა გადაადგილდება»,- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა.
ბოლო წლებში, აპრილში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხეების დარგვა მიმდინარეობდა. წელს ჰესის წარმომადგენლები შეპირდნენ, რომ მუნიციპალიტეტს 200 ფიჭვის ნერგს, 20 – ნაძვს და 50-ტუას ნერგს გადასცენ.
ნაირი ირიციანის თქმით, ისინი ორი დღის განმავლობაში დაასუფთავებენ და კეთილმოაწყობენ სოფლების: კორხისა და ორჯის გზებს, ხოლო ხეების დარგვა მაშინ დაიწყება, როცა მუნიციპალიტეტში ნერგების დარგვის ადგილს განსაზღვრავენ.
ხეების დარგვას აპირებენ ქალაქის იმ ადგილებში, სადაც მწვანე ზონებია. ხეების დარგვას 24 აპრილამდე დაიწყებენ.