ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ დღეს 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტი განიხილა. განიხილებოდა ერთი საკითხი, რომელიც კომისიამ განსახილველად ბიუროში და საკრებულოს სხდომაზე გაგზავნა. დეპუტატებმა მერიის წარმომადგენლებისგან  ბოლო 4 თვის ანგარიში მოითხოვეს.

დღეს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების განაწილების საკითხი განიხილა, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. პროექტის ჯამური ღირებულება 326 045 ლარს შეადგენს, საიდანაც 302 961 ლარს  მაღალმთიანი რეგიონების ფონდი გამოყოფს, ხოლო  ადგილობრივი ბიუჯეტი — 23 084 ლარს.

ბიუჯეტიდან გამოითხოვეს 344 6,40 ლარი, რაც 56 000 ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსის სხვაობის შედეგად გაჩნდა, რათა იაპონიის საელჩოს დაუბრუნდეს. თანხა დაიხარჯება აუდიტორული სამუშაოების ჩატარებაზე. 56 000 აშშ დოლარი მუნიციპალიტეტმა იაპონიის საელჩოსგან საქართველოში ნაგვის გადამზიდი მანქანების შესაძენად მიიღო. ბიუჯეტში გათვლილი იყო, რომ მუნიციპალიტეტმა 186 099,20 ლარი გადაიხადა, ხოლო ამერიკული დოლარის გაცვლის შემდეგ ჯამურმა თანხამ 192 998, 40 ლარი შეადგინა.

კომისიამ ასევე განიხილა ტენდერებიდან დაზოგილი 50 177 ლარი, საიდანაც 39 895 ლარი გადაირიცხა ცენტრალურ ბიუჯეტში, 5941 ლარი – ადგილობრივ ბიუჯეტში. თანხა დაზოგილი იყო სოფელ ალათუმან-ბეჟანოში, ქარწახი-გოგაშენში გზების რეაბილიტაციისა და სოფელ გოგაშენის საბავშვო ბაღის მშენებლობის ტენდერებიდან.

მერია 2500 ლარის გამოყოფას აპირებს მერიისა და საკრებულოს საარქივო დოკუმენტებისთვის, ასევე  16 252 ლარის გამოყოფას აპირებს ახალქალაქის სერვისცენტრისთვის ნაგავსაყრელი მანქანების მომსახურების კაპიტალური რემონტისთვის. ასევე განიხილეს 4000 ლარის ჯავახეთის მოსახლეობის ტექნიკური მომსახურებისათვის მათთვის მაღალმთიანობის სტატუსის გამოყოფის საკითხი.

დეპუტატის სამველ პეტროსიანის შეთავაზებით განიხილეს, ასევე, მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სტიქიისგან (წყალდიდობა, ძლიერი ქარი) დაზარალებულთა მდგომარეობა და კომპენსაციის გაცემის საკითხი. მან წამოაყენა იდეა, რომ მომდევნო შეხვედრაზე ამ მიმართულებით მერიამ მოხსენება წარმოადგინოს, თუ კონკრეტულად რა სამუშაოები განხორციელდა.

დეპუტატმა, სამველ პეტროსიანმა, ასევე შესთავაზა, რომ მერიამ ხვალინდელ სხდომაზე დეპუტატებს ინფორმაცია 2021 წლის ოთხი თვის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ წარუდგინოს, რამდენი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება იგეგმება წლეულს, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების რამდენი პროცენტია უკვე შესრულებული,  რომლებზეა ტენდერი უკვე გამოცხადებული, რომლებზე ჯერ არა და რატომ?