საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
როგორც სოციალურ ქსელში მინისტრი წერს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა დღითიდღე ძლიერდება.
„ჩემთვის პატივია დავიწყო ჩემი ოფიციალური ვიზიტი მეგობარ აზერბაიჯანში და ვაფასებ, რომ მაქვს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება ილჰამ ალიევთან შეხვედრის შესაძლობლობა. ჩვენ ხაზი გავუსვით საქართველოს და აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. ჩვენი პარტნიორობა დღითიდღე ძლიერდება, ყურადღება მახვილდება მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და რეგიონულ განვითარებაზე“, – წერს დარჩიაშვილი.