საქართველოში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 357 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 970 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 436, „პისიარ“-ტესტით – 1 534.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,49%, ბოლო 14 დღის – 1,44%, ბოლო შვიდი დღის – 1,21%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 118 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 634 313 გამოჯანმრთელდა, 16 793 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 872 820 აცრა, დღიურად აცრილია 26.

ამასთან, 17 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 272 პაციენტი, გარდაიცვალა სამი.