ახალქალაქელი მოკრივე, გორი აივაზიანი დღეს ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარადგენს.
საქართველოს ჩემპიონი მოზარდთა შორის 51 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების შემადგელობაში ევროპის პირველობაში მონაწილეობისთვის დილით ბულგარეთში გაემგზავრა. გორის ბრძოლების თვალყურის დევნება 13 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
გორი აივაზიანი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში პრიზებისა და მედლების მფლობელია. შარშან მონტენეგროს შეჯიბრების ჩემპიონი გახდა. არის 2019 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონი. ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში მწვრთნელ გაგიკ ელიზბარიანთან ვარჯიშობს. სპორტსმენი 17 წლისაა.