ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდში, 25-დან 28 ივნისის ჩათვლით, რუბენ მარაბიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფეხბურთის მემორიალური ტურნირი გაიმართა. პირველი ადგილი სოფელ იხტილას ჯგუფმა დაიკავა.

სოფელ ოლავერდის ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ტურნირში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 22 სოფლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირი რუბენ მარაბიანის ხსოვნას მიუძღვნეს. ეს გახლავთ სოფლის მაცხოვრებელი, ვის შვილმაც ღონისძიების ორგანიზებისათვის ფინანსური დახმარება გაწია.

3

ფინალში სოფელ იხტილასა და გომანის გუნდებმა ითამაშეს. მატჩი ფრედ დასრულდა, პენალტის შემდეგ სოფელ იხტილას გუნდმა მოიგო.

1

პირველი დამსახურებული ადგილი სოფელ იხტილას გუნდმა დაიკავა. მეორე ადგილზე სოფელ გომანის გუნდი აღმოჩნდა.

2

მესამე და მეოთხე ადგილები სოფელ არაგვასა და ოლავერდის გუნდებმა გაინაწილეს. ტურნირის ბოლოს მოთამაშეებს მედლები და თასები გადასცეს.